(VIDEO) ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო

იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.

ეს ის საქმეებია, რომლებიც ლევან მურუსიძემ განიხილა და რომელთა გამოც სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რეალურად, უზენაესმა სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიიღო, რაშიც მე ვიღებდი მონაწილეობას, ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება და თქვენ თუ წაიკითხავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის გამოც მოხდა აღნიშნულის დაკისრება, თუ თქვენ იქ რაიმე, დასაბუთება ჩამოთვლილი რაც არის, რა შეცდომები იქნა დაშვებული, სასამართლო სისტემაში ვერცერთს ვერ მიუსადაგებთ.

მხარეებს საქმის მასალების გაცნობის პრობლემა არ ჰქონდა. უნდოდათ, რომ ამოეღოთ კამერებიდან ჩანაწერები, რომელიც არ იდო საქმეში, პროკურატურას ეს მასალები არ ჰქონდა წარმოდგენილი. ეს მოითხოვეს შემდეგ სტრასბურგში და იქაც არ იქნა მიტანილი სრულყოფილი მასალები. თუ უზენაეს სასამართლოს ჰქონდა უფლება, გამოეთხოვა ის მტკიცებულებები, რა მტკიცებულებების გაცნობასაც ითხოვდნენ მხარეები და მიეცა საშუალება მხარისთვის ამას გასცნობოდა – თუ ეს შესაძლებელი იყო, მე დიდ ბოდიშს მოვიხდი“, – აცხადებს მურუსიძე.

https://youtu.be/3g_HmA-BwMs

banner
წინა სტატიაშიბათუმის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრმა “მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა