ლევან მურუსიძე: არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება სურს

იუსტიციის საბჭოს მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებებს პასუხობს. მისივე განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ განაცხადები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესსა და იუსტიციის საბჭოს რეპუტაციას, მოდის გარკვეული ჯგუფისგან, რომელიც სასამართლოს სადავეების ხელშიჩაგდებით არის დაინტერესებული:

„მე ვფიქრობ, რომ არსებობს ქვეყანაში გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს, სასამართლო ხელისუფლების სადავეები მოიგდოს ხელში და მანამდე არ გაჩერდებიან, მესამე ტალღა არ არის პრობლემა, მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმები გატარდეს სასამართლო ხელისუფლების განვითარების კუთხით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ იქნება გაჩერება, რა კანონიც არ უნდა იქნეს მიღებული, სანამ გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების სადავეებს ხელში არ მოიგდებს, მანამდე იქნება ეს კრიტიკა. ვინ არიან ეს ძალები, ამის დრო დადგება და ამას მე ვიტყვი“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ამაბლეის თბილისში გამართული სესია შეაფასა
შემდეგი სტატია”საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება ნატო-ში არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა”