ლევან ხაბეიშვილი მერიაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

„ნარმანია და მისი მთავრობა გამწვანების მიმართულებით თანხებს, როგორც ჩანს, იოლად „ათეთრებს“, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ გიორგი ვაშაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი წერს.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში დაფუძნდა კომპანია „გამწვანება – 2016“ და ორ თვეში ხუთი ხელშეკრულება მიიღო მერიისგან, ჯამში, 2 მილიონ 318 774 ლარის ღირებულების.
„ფაქტობრივად, დაუჯერებელია, ორი თვის კომპანიამ სახელმწიგოსგან ამხელა თანხის დაკვეთა მიიღოს. რა გამოდის? – ან გარიგებულები არიან, ან სატენდერო დოკუმენტაციაში, ფაქტობრივად, არანაირ გარანტიებს და გამოცდილებას არ ითხოვენ, რის გამოც ლამის წლობით იწელება სამუშაოების ნაწილი (ზაჰესის ხიდი, დადიანის ქუჩა, დოესის ქუჩა, გახოკიძის ქუჩა და ა.შ. ). ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ორი კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო ამ მიმართულებით, 22 სექტემბერს დაუძნდა და ორ კვირაში ორივემ ხელშეკრულებები მიიღო. ერთმა 88 000 ლარის, მეორემ – 78 000 ლარის. ყველაფერი ეს დამთხვევაა? უფრო მგონია, რომ მყრალი სუნი ასდის და დანტერესდნენ შესაბამისი ორგანოები,“ – წერს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლება ტყუის, როცა ამბობს, რომ შრომის ანაზღაურების მუხლს ამცირებს 10 %-ით.
„2016 წელს – 1 მილიარდ 443 მილიონი . 2017 წელს – 1 მილიარდ 393 მილიონი. 50 მილიონი ლარით შემცირებული ანუ 3 – 4 % – ით და არა 10 % – ით . რეალურად, რასაც ამბობენ , რომ ვამცირებთო 50 მილიონით კი არა 150 მილიონამდე უნდა ამცირებდნენ, ანუ ხელისუფლება 100 მილიონს ფურცელზე დაწერილსაც გვატყუებს. აღსანიშნავია , რომ 2017 წლის შრომის ანაზღაურება 17 მილიონით მეტია, ვიდრე – 2015 წელს.
რეალური 3-4 % კლება იქვე, გადაფარული აქვთ მომსახურეობის მუხლში და 2016 წელთან შედარებით, 107 მილიონი ლარით მეტია და 2015 წელთან შედარებით – 200 მილიონით, ანუ არაფრის მოკლებას აპირებენ . ქამრები ჩვენ უნდა შემოვიჭიროთ გემოვნებით, გინდა წელზე და გინდა – ყელზე“, – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია: ჩვენ მივიღეთ რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის სრული ანექსია
შემდეგი სტატიაჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-ს ვალდებულება არ არის