ლევან კალანდაძე: ბიზნესი პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისადმი

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიზნესი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისადმი, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესთან საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც მოხდა დღევანდელი მდგომარეობის შეფასება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიზნესი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისადმი. ბიზნესს აქვს ძალიან კარგი მოლოდინები, ბიზნესი ძალიან პრაგმატულად, რაციონალურად აფასებს კვირიკაშვილის გუნდის ძირითად პრიორიტეტებს და ძირითად აქცენტებს. აქედან გამომდინარე, მოლოდინები, რაც ბიზნესს აქვს, არის ძალიან პოზიტიური, ისინი ზრდიან ინვესტიციებს, სავარაუდოდ მათი როგორც ბრუნვა, ასევე ბიზნესებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. ბიზნეს სჭირდება კომფორტული, მშვიდი ბიზნესგარემო, მეტი რეფორმები და უფრო მეტად აქცენტირება პოლიტიკისა ეკონომიკაზე”, – განაცხადა კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მთავარი გამოწვევაა, ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე
შემდეგი სტატიაირაკლი რუხაძე: ერთ თვეში-თვენახევარში ლიბერთი ბანკის მფლობელი მე ვიქნები