ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წერილი მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ოფიციალური წერილი მიიღო.

იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორიასთან შეხვედრას და საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირების კუთხით მინისტრის მიერ დასახულ გეგმებს პოზიტიურად აფასებს.

ნატო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს, ალიანსის წარმომადგენლების ვიზიტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზეც წერს.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში. სასიამოვნო იყო თქვენი გეგმებისა და მიზნების მოსმენა, რაც მჯერა, რომ ჩვენს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი დასაწყისია, როგორც საქართველოში, ასევე ნატო-ს შტაბბინაში.

ქართველმა სამხედროებმა ბევრჯერ დაამტკიცეს მამაცობა, პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ერთობლივ მისიაში ავღანეთში. ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობა, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ვიზიტის ამ ნაწილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრის მიერ მაღალი შეფასება მიიღო.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაზე დიალოგს და საქართველოს წვლილს რეგიონულ უსაფრთხოებაში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას“, – ნათქვამია ნატო-ს გენარალური მდივნის წერილში.

banner
წინა სტატიაში35 დღე სამხედროების დაკარგვის შემდეგ – მშობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი : ვიდრე ბიძინა ივანიშვილი სამარცხვინო ფორმებით გამოაგდებდა კოალიციიდან დავით უსუფაშვილს, მას დითირამბებს უმღეროდა