ლევან იზორია: ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება

ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირების ფონზე მას ორმაგი მოტივაცია უჩნდება რეფორმების განხორციელების.

„ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას პირდაპირ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება მათი გადასახადები. უნდა შევიძინოთ თუ არა დამატებით კიდევ ბომბდამშენები, რომელიც ათობით მილიონ დოლარს აღემატება ზოგჯერ, თუ ვიყოთ უფრო ორიენტირებულები ისეთ თავდაცვის სისტემებზე, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამაზე საჯაროდ უნდა დავიწყოთ დისკუსიები“, – განაცხადა იზორიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას რეფორმებთან დაკავშირებით პირადი გამოცდილება აქვს. იზორიას თქმით, ის ამაყობს, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში წვლილი აქვს შეტანილი.

„პირადი გამოცდილება მაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ვქმნიდით ახალ პოლიციას საპატრულო პოლიციის სახით, მე გამოცდილი მაქვს არაერთი შემოტევა, ლანძღვაც, მაგრამ ჩვენ ეს რეფორმები ღირსეულად მივიყვანეთ ბოლომდე და მე დღეს ამაყი ვარ, რომ ამ რეფორმებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე მეტად მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი, უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი
შემდეგი სტატიადიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში განაგრძობს