ლევან იზორია: მე ვარ პოლიტიკოსი და ძალიან პრინციპული

ლევან იზორია გაუგებარსა და რაციონალურ საფუძველს მოკლებულს უწოდებს შეფასებებს, რომელიც თავდაცვის ახალი მინისტრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას უკავშირდება.

როგორც იზორიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ სპეციალისტი იყოს პრინციპული.

„პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და საქმეს აკეთებდეს ნაკლებს. მაგრამ, შეიძლება, იყოს მენეჯერი, რომელიც ნაკლებს ლაპარაკობდეს, მაგრამ იყოს ძალიან დიდი საქმის გამკეთებელი. ამიტომ ეს არგუმენტები ჩემთვის ყოვლად გაუგებარი და რაციონალურ საფუძველს მოკლებულია. მე ვარ პოლიტიკოსი. მინდა, თამამად გითხრათ, რომ ვარ ძალიან პრინციპული“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

იზორიამ კომენტარი გააკეთა თავის ახლა მოადგილეებზეც და აღნიშნა – ყველაზე საამაყოო რეფორმები, რომელიც კი საქართველოს გაუტარებია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უკავშირდება ამერიკიის შეერთებული შტატების მხარდაჭრით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბებას.

„სიამაყით გეუბნებით, რომ ყველა ამ ადამიანს, შეიძლება კულისებს მიღმა, შეიძლება თქვენ არ იცნობდით, ლომის წილი მიუძღვის ამ რეფორმების განხორციელებაში. ასე რომ, გთხოვთ, დააფასოთ მათი საქმიანობა“,-განცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა მიმართა ჟურნალისტებსაც, რომ შემდგომი ორი თვის განმავლობაში შედგეს კალენდარი, სადაც განისაზღვრება მარშრუტი, თუ რომელ სამხედრო ნაწილს ეწვევიან.

„მინდა, ყველას შევხდე, თქვენთან ერთდ გავიგო, თითეულ სამხედრო ნაწილს რა პრობლემები აქვს და რითი შემიძლია დავეხმარო. ასევე, მინდა, ვეწვიო სამხედროებს იქ, სადაც ყველაზე მეტი საფრთხეა მათი სიცოცხცლისთვის და ყველაზე დიდი რისკია. მინდა, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ჟურნალისტებთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ გუშინ მივიღე ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ეს შეზღუდულია. ამიტომ არ ვიცი, რა ფორმით, კენჭისყრით თუ სხვა ფორმით, შევარჩიოთ ეს სამხედრო ნაწილები“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში“სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი უახლოეს მომავალში საცხოვრებელ სახლს მიიღებს”
შემდეგი სტატიადუბაის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი იწვის