ლევან იზორია : უმრავლესობის ნება არის, რომ მომხმარებლისთვის ნარკოპოლიტიკა იყოს ლიბერალური, ხოლო გამსაღებლებისთვის – მკაცრი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 13:45

ლევან იზორია : უმრავლესობის ნება არის, რომ მომხმარებლისთვის ნარკოპოლიტიკა იყოს ლიბერალური, ხოლო გამსაღებლებისთვის – მკაცრი

უმრავლესობის ნება არის, რომ მომხმარებლისთვის ნარკოპოლიტიკა იყოს ლიბერალური, ხოლო გამსაღებლებისთვის – მკაცრი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში მიმდინარეობდა დისკუსია, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

„პოლიტიკურ გუნდში მიმდინარეობდა ინტენსიური დისკუსია, მუშაობა, რომელიც სულ ახლო მომავალში დასრულდება იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა. ამ დისკურსში ყველა არგუმენტისთვის კარი არის ღია, თუმცა, დისკურსი ვერ იქნება უსასრულო. პრაქტიკული ამოცანა დემოკრატიაში ის გახლავთ, რომ საბოლოოდ უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. უმრავლესობის ნება კი არის ის, რომ მომხმარებლისთვის ეს პოლიტიკა იყოს ლიბერალური, ხოლო გამსაღებლებისთვის იყოს მკაცრი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics