ლევან იზორია: თურქეთი საქართველოს უსაფრთხოებისათვის ყველაფერს აკეთებს

თურქულ მედიას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიერ, ბათუმში მყოფი თურქეთის თავდაცვის მინისტრ ნურეთთინ ჯანიქლისთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადება მოჰყავს.


თურქული მედიის ცნობით, იზორიამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველდღიურად უკეთესობისკენ მიდის. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მომავალ კვირას, თურქეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურის, არმიის გენერლის ჰულუსი აქარის, საქართვლოში ვიზიტია დაგეგმილი.
„საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებისათვის, თურქეთი ყველაფერს აკეთებს. თურქეთი ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩემმა თურქმა კოლეგამ თურქეთში მიმიწვია. ვიზიტის განხორციელების დროს ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ. ჩვენც ასევე თურქეთს საქართველოს თავდაცვის სისტემასაც გავაცნობთ. შეხვედრაზე ეს და სხვა მრავალი საკითხები დეტალურად განვიხილეთ“ ავრცელებს იზორიას სიტყვებს თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანს ევროკავშირითან ურთიერთობები ეძაბება
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო