ლევან იზორია: ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცა.

მინისტრმა 9 მაისის სამოქალაქო დღესასწაულთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

იზორიას განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

მისი თქმით, ეს იყო გმირობა, რომლითაც თაობები იამაყებენ.

„ამ გამარჯვებაში საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ასი ათასობით ქართველი ამ ბრძოლას შეეწირა და მათი სახელების წინაშე ქედს ვიხრით. ვამაყობთ ამ გმირობით, რომლითაც მომავალი თაობებიც იამაყებენ. ომის ვეტერანებს მინდა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშიმიწისძვრა საქართველოში
შემდეგი სტატიაარ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც აღასრულებდა კანონს- ნიკა მელია ლუჟკოვისა და “ღამის მგლების” საქართველოში ვიზიტზე