ლევან იზორია ნატოს სამიტზე მიწვეული არ ყოფილა- ელჩის პასუხი თინა ხიდაშელს

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში არ ჩასულა იმიტომ რომ ის მიწვეული არ იყო.

მისი თქმით, ნატო-ს მინისტერიალში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე არც ერთი არაწევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიწვეული არ ყოფილა, შესაბამისად, მოწვევა არც საქართველოს თავდაცვის მინისტრს მისვლია.

„სამიტზე მოხდა წევრ სახელმწიფოებსა და ასპირანტ სახელმწიფოებს შორის ამ თემის განხილვა და ისინი მაშინ შეთანხმდნენ, რომ პირველივე მინისტერიალზე, სამიტის შემდეგ უფრო ფართო მსჯელობა გაიმართებოდა და უკვე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდებოდნენ შემდეგ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გუშინ ლევან იზორიას სწორედ იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ის ბრიუსელში სამიტზე არ ჩავიდა. ხიდაშელის თქმით, თავის მართლება, რომ მინისტრი მიწვეული არ იყო არ მიიღება.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : ვეღარ დავუშვებთ, რომ კორუფცია, ისეთივე ტემპებით გაგრძელდეს, როგორც იყო გასული 4 წლის განმავლობაში