ლევან იზორია: ნატო-საქართველოს წვრთნები რეგიონალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას ემსახურება

მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ “ნატო-საქართველოს სწავლება” ემსახურება რეგიონალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას, ამიტომ არც ერთ მეზობელს საფუძველი არ აქვს ამ წვრთნებში დაინახოს საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.

„ჩვენ ასეთი ტიპის წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ სწორედ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციებს დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.

დღეს სწავლების მიმდინარეობის გასაცნობად “ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” 130-ზე მეტი მაღალი დონის წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ნატო-ს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT,) “ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის” (Landcom), “ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის” (JFTC) და ნატოს ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევნენ. სწავლების მიმდინარეობას საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების (“ევროკავშირი”, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”) და სამხედრო საზოგადოების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 20 ნოემბერს თოვლჭყაპია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ამბობს, რომ ის თანამდებობაზე რჩება