ლევან იზორია მაიკლ კარპენტერს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა დემოკრატიული რეგორმების გატარებას განაგრძობს. შ

შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მრიდან კვლავ გაგრძელდება მტკიცე მხარდაჭერა და შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს პოლიტიკის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონული უსაფრთხოება იყო.

banner
წინა სტატიაშირუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური შესაძლოა, ძველ ნიშნულს – 1.30 ლარს დაუბრუნდეს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს წინსვლამ