ლევან იზორია : ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჩემი ოჯახის წევრი თუ ნათესავი

სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჩემი ოჯახის წევრი თუ ნათესავი, ეს მეხება მეც, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომელიც ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში P.S. გასულ სიუჟეტს ეხებოდა, სადაც საუბარი იყო, რომ დავით იზორია პასუხისგებაში არ მისცეს ლევან იზორიასთან ნათესაობის გამო.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ეს არის ძალიან უსაფუძვლო ბრალდება.

”პირიქით, მე გახლდით იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სწორედ ამ უწყებამ უზრუნველყო მისი დაკავება. ის წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და ბუნებრივია, ის სამართლებრივი პროცედურები, რაც გათვალისწინებულია ასეთი შემთხვევის დროს რეაგირებისთვის, იყო მაქსიმალურად დაცული. თქვენ ფიქრობთ, რომ მე დავმალე ეს მტკიცებულებები? თუ ეს მტკიცბეულებები გქონდათ, მაშინაც იყო საჯაროდ გამომზეურებული. თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ ობიექტურად არ წარიმართა სამართლებრივი პროცედურები, მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

მე ძალიან პრინციპულად ვუდგები საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჩემი ოჯახის წევრი თუ ნათესავი. ეს მეხება მეც. ჩემი პრინციპია, რომ იყო მიუკერძოებელი. თუ რამე გამიკეთებია სახელმწიფოსთვის, გამიკეთებია იმისთვის, რომ მიუკერძოებელი ინსტიტუტები შექმნილიყო. მე ვამაყობ, რომ ჩემ გუნდთან ერთად მომიწია საპატრულო პოლიციის შექმნა. არასდროს ეს საჯაროდ არ მითქვას, მაგრამ ვამბობ“, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – მარგველაშვილმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდა