ლევან იზორია: ჯარისკაცი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს წვრთნებზეც და მშვიდობიანობის დროსაც

თავდაცვის მინისტრი ოპოზოციური პარტიების ბრალდებებს პასუხობს, რომლებმაც გუშინდელი განცხადების შემდეგ ლევან იზორია ჯარის დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.

“ჩემი განცხადება ემსახურება, რომ დავიცვათ ჯარისკაცის უსაფრთხოება და ყველა სამხედრომ ღირსეულად იგრძნოს თავი. ჯარისკაცი წვრთნების დროსაც უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ და მშვიდობიანობის დროსაც. ჯარისკაცს სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას, მათ შორის იმ საფრთხეებისგან დაიცვას, რომელიც მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ვალდებული ვარ, ამ საფრთხეებზე ვიზრუნო და თუ არსებობს რაღაც ხარვეზები, ვალდებული ვარ იგი აღმოვფხვრა და საჯაროდ ვილაპარაკო, ჯარისკაცის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ
შემდეგი სტატიაპატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს