ლევან იზორია : ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესები დიდი გამოწვევაა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შეფასებით, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარე პროცესები დიდი გამოწვევაა.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, არსებულ გამოწვევაზე პასუხი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებაა.

“ბუნებრივია, ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა. აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეფასებას. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების შეფასება. ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის შეფასება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამოხატულება, როდესაც ამ დიდ გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე და ჩვენი ამოცანა არის ჩვენი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება. სწორედ აღნიშნული სიძლიერე ამცირებს პოტენციური აგრესორის თავდასხმის რისკებს. ჩვენი სიძლიერე არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება და აგრესიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიგურამ რჩეულიშვილი “ცენტრ-პოინტის” ბათუმის “მაგნოლიას” საქმეზე სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს
შემდეგი სტატიამინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ სიტყვას „ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციას“ მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გავიგებთ