ლევან იზორია : ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია

ჩვენი უნარით უნდა შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი.

„ჩვენ, ჩვენი უნარით უნდა შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და საბრძოლო მომზადების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

ჯარების გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს მოსკოვსა და სოხუმს შორის ორი წლის წინ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ.

“მშვიდობიან პერიოდში გაერთიანებულ დაჯგუფებაში შემავალი სამხედრო დანაყოფების ურთიერთობის ორგანიზებას ახორციელებს ოპერატიული ჯგუფი, რომელიც მხარეების წარმომადგენლებისგან შედგენა. ოპერატიული ჯგუფის მეთაური არის გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის მეთაური. შეთანხმების რეალიზაცია სრულად პასუხობს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, ხელს უწყობს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერებას და ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არ მოითხოვს”, – ნათქვამია დუმის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიიყოს მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის
შემდეგი სტატიაჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ უფრო ვზრუნავთ ევროპულ ღირებულებებზე, ვიდრე ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყან”