ლევან გოგიჩაიშვილი – ქვეყანაში თუ რამეა გაუმჯობესებული, ეს მედიაგარემოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში რამეა გაუმჯობესებული, ეს მედია გარემოა.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან გოგიჩაიშვილი “Freedom House”-ის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაა, რომელიც ყველა ქვეყნის მიმართ უფრო მეტის მომთხოვნია.

“ამ კომპონენტში იმ ქვეყნებსაც აკრიტიკებს, სადაც თავისი ოფისები აქვს განლაგებული. საქართველოში “ქართული ოცნების” მოსვლის დღიდან ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტია და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. მედიაპლურალიზმი გარანტირებულია, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი შემფასებელი ამომრჩეველია. შეიძლება კითხვები ვიღაცას გაუჩნდეს, რასაც ვიღაც დაეთანხმოს და ვიღაც არა, მაგრამ ამ ქვეყანაში თუ რამეა გაუმჯობესებული, ეს მედიაგარემოა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანაკლია-ზუგიდიდს გზაზე ევკალიპტებს და წიწვოვან ხეებს ჭრიან
შემდეგი სტატიაFreedom House – სააკაშვილის შესაძლო დაკავება კიდევ უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობებს ევროპასთან და აშშ-სთან