ლევან გაჩეჩილაძის სახლში “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილი იკრიბება

ქობულეთის #24-ში, “მაესტროს” გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის სახლში “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილი იკრიბება. ლევან გაჩეჩილაძის სახლში იმყოფებიან “მაესტროს” ყოფილი მეწილე ლევან ჩიკვაიძე, მალხაზ რუხაძე და სავარაუდოდ ტექნიკური პერსონალი.
გაჩეჩილაძის სახლში შესვლამდე “მაესტროს” თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. შეხვედრის დეტალებზე მედიასთან კომენტარი ამ მომენტამდე არ გაუკეთებია არც ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს თავისი სახლის კარებთან დახვდა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები კიდევ ერთხელ აღიარეს”
შემდეგი სტატია“დიდი მადლობა ბატონო ავრამოპულოს თქვენი პოზიტიური კომენტარისთვის”