ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” შენობაში შეშვებას ითხოვს

ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროში მივიდა და შენობაში შესვლას ითხოვს.

ის მხოლოდ “მაესტროს” სათათბირო ოთახში შეუშვეს, სადაც ამ წუთებში ბაია გადაბაძეს პირისპირ ხვდება. მათთან ერთად არ იმყოფებიან მხარეების ადვოკატები. მათი სურვილი იყო, რომ ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ.
“არანაირ ძალადობას არ ვაპირებ, ბაიასაც დაველაპარაკები. მინდა კოლექტივთან შეხვედრა და ჩემი მომავალი ნაბიჯების ახსნა. ამ მისამართზე ზის მაესტრო, რომლის გენერალური დირექტორი დღეს გავხდი მე და ვარ აბსოლუტურად კონსტრუქციულად გამზადებული მომავლისთვის. მარტო კანონიერი და იურიდიული გზებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი პრობლემა არ არის არაფრის. იჯარის ხელშეკრულების დარღვევასაც და მაესტროს აქედან გადასვლასაცა აქვს თავის გონიერი ვადები. დაველაპარაკები მაესტროს ამ შენობის მმართველს, მფლობელებს, მათ იურისტებს და იმის მიხედვით მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

https://youtu.be/p3-4WGm3YAU

banner
წინა სტატიაში,,ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაესტროს პროცესებში სახელმწიფო არ მონაწილეობს”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალ შენობა გახსნა