ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” შენობაში არ შეუშვეს

ისაკ5“მაესტროში” მისული ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე შენობაში არ შეუშვეს.

“საკითხი ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე რომელიმე შენობაში შეშვება-არშეშვება. საქმე ეხება უდიდეს ტელევიზიას, მასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, იმ ადამიანებს, ვინც აქ არის დასაქმებული პირდაპირ თუ ირიბად დაქირავებული და ა.შ. ეს არის სერიოზული და სკულპულოზური პროცესი. დაცვამ მითხრა, რომ ჩამოვა ახლა გიორგი ისაკაძე, თუ შეიძლება სადმე სხვაგან შეხვდეთ და არა შენობაშიო. მე ამის წინააღდმეგი არ ვარ. შევალ ახლა ფოიეში, გიორგის ორიოდე სიტყვა მინდა ვუთხრა. მე ვესაუბრე მას ტელეფონით, რამდენადაც მე ვიცი, გადაცემებში – “საქმიანი დილა”, “ბიზნესკონტაქტი” და ა.შ. ბევრი ადამიანია დასაქმებული. ისიც კი არ ვიცი, როგორი იუიდიული ურთიერთობაა. არ მაქვს პრიორიტეტად არსად შევარდნა და არსად ძალადობა. 21.00 საათზე შეხვედრა კი, რათქმა უნდა, ძალაშია.” – განაცხადა “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა, ლევან გაჩეჩილაძემ.

ლევან გაჩეჩილაძე გიორგი ისაკაძეს “მაესტროს” შენობასთან მდებარე კაფეში ხვდება.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე გოგი თოფაძის განცხადების გამო ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:ცხვარი ტყეში რომ დააბა, ყველაზე დიდი, მიხვრა–მოხვრა შეეცვალოს, თორემ ისევ ცხვრად დარჩება!