ლევან გაჩეჩილაძე დღეს, 17:00 საათიდან “მაესტროში” შეხვედრებს გამართავს

“მაესტროს” გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია “მაესტროში” დღეს, 17 საათიდან შეხვედრებს გამართავს.

როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულად შეხვდება ტელეკომპანია “მაესტროს” ფინანსურ დირექტორს თემურ გაჩეჩილაძეს და გადაცემების “ბიზნეს-კონტაქტისა” და “საქმიანი დილის” ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს.

“იწყება მართვის გადაბარების პროცესი, რომელიც არის ძალიან შრომატევადი დაწყებული შრომითი ხელშეკრულებებით, ასევე მიმდინარე პრობლემებით, კონტენტის მართვის სტრუქტურით და ა.შ.”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, თანამშრომლებს, ვისაც სურვილი ექნება შეხვედრის, ის მზად არის “მაესტროში ” მისვლის შემდეგ შეხვდეს.

“ვისაც სურვილი აქვს შევხვდები, ვისაც არა და კამერის გარეშე შევხვდები. თუ რაიმე უკამერო შეხვედრა იყო, ამაში მაინც გამოიჩინოს “მაესტრომ” მამაცობა, რომ თავისივე თანამშრომლებს, თავისივე თანამშრომლების მოთხოვნით, უკამერო სიტუაციაში შევხვდე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრა გამართა მეურვესთან, სადაც განიხილეს გაკოტრების საკითხი, იჯარის ხელშეკრულებები და სხვა საკითხები.

“ძალიან ბევრ შეხვედრებს ვმართავ. დღეს შევხვდი გაკოტრების მეურვეს. გაკოტრების პროცესი როდესაც არის კომპანიას ყავს ორი დირექტორი – მეურვე და გენერალური დირექტორი. გავიცანით ერთმანეთი. ვისაუბრეთ გაკოტრების თემაზე, იჯარის ხელშეკრულებაზე, შრომით ხელშეკრულებებზე და ბევრ სხვა მიმდინარე საკითხზე, რომელიც საჭიროა ფინანსური და ადმინისტრაციული რეაბილიტაციისთვის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშისომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე: მე ვუქირავებ ლევანს ჩემი ფულით ფართს თუ რამე პრობლემა აქვს