ლევან დავითაშვილი: ციტრუსის სუბისიდირების საკითხი ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად გადაწყდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ციტრუსის სუბისიდირების საკითხი ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად გადაწყდება.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაო შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დღესაც გაიმართება და გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც იქნება ბაზარზე.

„ფასის სუბსიდირებას გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვუჭერთ მხარს, თუმცა ვცდილობთ, ხილის მწარმოებლების, თუ სხვა ფერმერების მოტივაცია იყოს შენარჩუნებული. იცით, რომ არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეა მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების მიმართ. ციტრუსის მიმართულებით ჩვენ ორგანიზებული კამპანია გვექნება, ვინაიდან ესეც ერთ-ერთი ის იშვიათი კულტურაა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოდის და, გარკვეულწილად, ორგანიზება სჭირდება. რაც შეეხება სუბსიიდიის ნაწილს, ჩვენ ახლა ვსწავლობთ საერთაშორისო ფასებს. სულ მოკლე ხანში მოგახსენებთ, თუ როგორი კონიუნქტურა გვექნება საერთაშორისო ბაზარზე. დღეს ვერ გეუბნებით, რადგან ჯერ შესწავლის პროცესში ვართ. სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ დღესაც გვაქვს სამუშაო შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან. მუდმივ რეჟიმში ვსწავლობთ სიტუაციას და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც იქნება ბაზარზე“,-აღნიშნა დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მზადაა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს
შემდეგი სტატიაქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა = პრეზიდენტ მარგველაშვილის იმპიჩმენტი