ლევან ჩაჩუას გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ჩაჩუას ადვოკატის, ზურაბ ტაბიძის განცხადებით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის, გამამტყუნებელით შეცვლას ითხოვდა. თუმცა, ადვოკატის განმარტებით, არანაირი დამატებითი მტკცებულება მეორე ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ არ წარადგინა.

“იმ მტკიცებულებებით კი, რაც საქმეში იყო, მოსამართლემ პირველი ინსტანციის იდენტური გადაწყვეტილება მიიღო. მასალები არ იძლეოდა გამტყუნების საფუძვლებს. ჩაჩუა კიდევ ერთხელ გამართლდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამსახურებრივ გულგრილობას ადგილი არ ჰქონია“,-განაცხადა ტაბიძემ.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ექსპერტი ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, დაზიანებები ექსპერტმა თავის დროზე სრულად არ ასახა. ჩაჩუამ პატიმრობაში თითქმის ერთი წელი გაატარა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: თუ შესაძლებელი იქნება, აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან უნდა ვიკისროთ მედიატორის როლი
შემდეგი სტატიაუბედურ შემთხვევას ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა