ლევან ბერძენიშვილის თქმით კოალიციის ზოგიერთ წევრს ირმა ინაშვილის შემოერთება სურს

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, კოალიციაში არიან ადამიანები, რომელთაც კოალიციის შემადგენლობაში “რესპუბლიკური პარტიის” ნაცვლად ირმა ინაშვილის პოლიტიკური გაერთიანების ხილვა სურთ და მას გულშემატკივრობენ.
ლევან ბერძენიშვილი ამ ადამიანთა ვინაობას არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ისინი კოალიციის სახეს არ წარმოადგენენ.
“კოალიციიდან “რესპუბლიკური პარტიის” წასვლა არ იქნება სასარგებლო არც კოალიციისთვის, არც ქვეყნისთვის. ჩვენ ჩვენი როლიც გვესმის, ჩვენი მნიშვნელობაც გვესმის და ვმუშაობთ იმ ხალხთან ერთად, ვისაც ეს ძალიან კარგად ესმის. ცალკეული ადამიანები შეიძლება ვინმე სხვას გულშემატკივრობენ, თუნდაც შუალედურ არჩევნებში გულშემატკივრობდნენ ირმა ინაშვილს. ასეთი ადამიანები არიან და რაც უნდათ ის ქნან. ჩვენ ეს ვიგრძენით, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან ძირითადად კოალიციამ ერთად იმუშავა და იმ გამარჯვებასაც ერთად მივაღწიეთ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს”
შემდეგი სტატია„საავადმყოფოების გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობა არ გაიყიდება“