ლევან ბერძენიშვილი: შტაბის უფროსად კახი კალაძის დანიშვნა პარტიის გადაწყვეტილებაა და ვერავინ გააპროტესტებს

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად კახი კალაძის დანიშვნა პარტიის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ გააპროტესტებს.

ჟურნალისტების კითხვაზე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” პრეტეზნიები კალაძის მიმართ რამდენად საფუძვლიანია, ბერძენიშვილის თქმით, თუკი არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, მაშინ ის უდანაშაულოა.

“თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არის. ადანაშაულებდე არაფერს არ ნიშნავს. თუ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება დანაშაულის შესახებ, იგი დამნაშავე არ არის. “ნაციონალური მოძრაობა“ კალაძეს იმაშიც ადანაშაულებდა, რომ მან თავის კარში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ არამგონია სერიზოულად “ფიფაში“ განიხილონ “ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიები. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ამას წინათ მოახერხა და გაიმეორა კალაძის მაგალითი, მაგრამ ამის შემდეგ სასწაულიც ქნა. რაც შეეხება კალაძის დანიშვნას, “ნაციონალური მოძრაობისაგან“ განსხვავებით სხვა წარმოდგენა აქვთ კალაძეზე თავის პარტიაში. იგი დაინიშნა, როგორც აქტიური და მათი აზრით კარგი შტაბის ხელმძღვანელი. ამას ვერავინ ვერ გააპროტესტებს. მათი პარტიაა, მათი შტაბია და მათი ხელმძღვანელია, როგორც კვირიკაშვილი ამბობს, კარგი კაპიტანიაო. ვნახოთ თუ როგორი კაპიტანი იქნება”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მოხიბლული ვარ იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც სამეგრელოს რეგიონს აქვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ნიკანორ მელიას საზოგადოების მოტყუება არ გამოუვიდა