ლევან ბერძენიშვილი: “სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ხაზგასმით ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი და მხარდამჭერია

ვიზალიბერალიზაცია არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ არის დაკავშირებული არც საარჩევნო სისტემასთან და არც არჩევნების შედეგებთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

ლევან ბერძენიშვილმა კომენტარი გააკეთა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის, დოლის მოსაზრებაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ოქტომბრის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.

„ჯოზეფ დოლი ხაზგასმით ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი და მხარდამჭერია. მიუხედავად მისი პოზიციისა, საკითხები, რომლებიც იხილება ევროპის პარლამენტში, არ არის დამოკიდებული „სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის პოზიციაზე“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, იანვარ-თებერვალში „სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭრია საქართველოსთის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას.

„დოლი გავლენიანი კაცია და მოახდენს გავლენას წევრებზე, მაგრამ პარტია ვერ წყვეტს საკითხებს ევროპის პარლამენტში. ის დიდი ძალაა, მაგრამ უმრავლესობაში არ არიან. თუკი ვინმე საქართველოში გულშემატკივრობს, რომ ივნისში არ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, ის ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მომქედებს და თავუსდაუნებურად, ზოგიერთ შემთხვევაში, განზრახ წყალს ასხამს რუსეთის ინტერესებზე“, – განცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს იწყებს
შემდეგი სტატია,,რესპუბლიკური პარტია” კოალიციიდან არ გადის და არ ვიცი კიდევ რა ენაზე ვისაუბრო ამ საკითხზე”