ლევან ბერძენიშვილი: გომელაურთან დაკავშირებით არის კითხვები, მათ შორის, ე.წ. რუსულ ძალაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისამართით რესპუბლიკელებს შეკითხვები აქვთ. ლევან ბერძენიშვილის თქმით, მათი ძირითადი შეკითხვები ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას და ე.წ. რბილი ძალების მოქმედებას უკავშირდება.

”გომელაურთან დაკავშირებით არის კითხვები, მათ შორის, რუსულ ე.წ. მსუბუქ, ნაზ, ღია თუ უხილავ ძალაზე, უხილავ ხელზე, რომლითაც რუსეთი გვმართავს. კითხვები მაქვს, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას საიდან იღებს. მაინტერესებს, მას ეს ინფორმაცია ხომ არ აქვს და ვინ დგას ერთერთი ტელევიზიის უკან? რბილი ძალები მხარდაჭერას სად პოულობენ? რაიმე ტიპის აგენტურ სამუშაოებს ხომ არ აწარმოებს რუსეთი საქართველოში იმ ფონზე, როდესაც ლავროვის ნათქვამიდან მეორე დღეს საქართველოში განცხადებები კეთდება,”- განაცხადა ლევან ბერძენიშივლმა.

 

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთ დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატია26 მაისის მერე დიდი დაჭერები დაიწყება?!