ლევან ბერძენიშვილი: ძალიან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს ეს ორკესტრირებული ამბები

„ძალიან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს ეს ორკესტრირებული ამბები,“ – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი გრიგორი კარასინის განცხადებებს ეხმაურება.

ლევან ბერძენიშვილი კარასინის მიერ თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შესახებ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს გზა ევროპული ინტეგრაციისკენ არის გარდაუვალი.

„ძალიან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს ეს ორკესტრირებული ამბები, კარასინის გამოსვლები და ცალკეული ადამიანების გამოსვლები, მაგალითად, თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ მუქარა. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითმენთ. ჩვენ ვითმენთ, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს შეაჩეროს რუსეთის მზარდი აგრესიული გეგმები,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნი ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს
შემდეგი სტატია“არ ვიცი, რა დაგვეტაკა – მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ, ყველგან პრობლემებია”