ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა არის შესანიშნავი გადაწყვეტილება – აბაშიშვილი

ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ეხმაურება და გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
”მე ვფიქრობ, რომ ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა არის შესანიშნავი გადაწყვეტილება. მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას. ირაკლი ლექვინაძე არის ძალიან კვალიფიციური ეკონომისტი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესთან. მას აქვს როგორც პრაქტიკული, ასევე აკადემიური გამოცდილება ამ კუთხით.
ბიზნესმენები ლექვინაძეს ძალიან კარგად იცნობენ და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მის მიმართ ბიზნესმენების ნდობა ძალიან დიდი იქნება. ირაკლი ლექვინაძემ კარგად იცის ბიზნესში არსებული ყველა ტიპის პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესმენებისთვის ირაკლი იქნება ძირითადი პარტნიორი, რომელიც ყველა ტიპის პრობლემას გადაწყვეტს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიწყებთ მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის – პრემიერი
შემდეგი სტატიამარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა