თბილისში, საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სამი ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც “თაიმერს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.