ლეონიდ თიბილოვის კორტეჟი ავტოავარიაში მოყვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის კორტეჟი ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ავარია ცხინვალი-ზნაურის გზაზე მოხდა.

როგორც თიბილოვის პრესმდივანი განა იანოვსკაია მედიასთან საუბრისას აცხადებს, ავტოავარიის შედეგად, სერიოზულად არავინ დაშავებულა, თავად თიბილოვს კი, სამედიცინო დახმარებაც არ დასჭირდა. იანოვსკაიას თქმით, თიბილოვი უკვე შინაა და თავს კარგად გრძნობს.

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია
შემდეგი სტატიააეროპორტის ტრასაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა