ლეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს მიმართავს

foto gavrcelebistvisსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს!

ღრმად პატივცემულო ბატონო დავით, მოგმართავთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე, რომელიც მეტად აქტუალურია ბოლო დროს საქართველოში. რაც დრო გადის მით უფრო ნაკლები ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას და საკმაოდ ცუდად მუშაობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო – პარლამენტი.

ასეთმა ვითარებამ შეიძლება რევოლუციური განწყობებიც კი გამოიწვიოს საზოგადოებაში, რაც პარლამენტის ქმედითუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

თქვენ შეგიძლიათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშავოთ, რომელიც მდგომარეობას არსებითად შეცვლის და მოქალაქეების თვალში დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანად წარმოგაჩენთ.

საუბარია კანონზე, რომელიც ეხება პარლამენტიდან დეპუტატების გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ დანაპირებს ამომრჩევლის წინაშე არ ასრულებენ, არ გააჩნიათ საკანონმდებლო ინიციატივები და პასიურად აგრძელებენ პარლამენტში მუშაობას.
ამ კანონის რეალიზებამ შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი შედეგები მოიტანოს, რაც გულისხმობს, როგორც ქვეყნის, ასევე მისი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას. ხალხის მართველობა ქვეყნის სათავედ იქცევა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა, ძალიან ბევრ დეპუტატს არ შეუძლია კანონპროექტის მომზადება, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, არ ხვდებიან ამომრჩევლებს და არ აინტერესებთ მათი პრობლემები.

თითქმის დარწმუნებული ვარ, ასეთი კანონი პარლამენტში არ გავა, რადგან დეპუტატების უმრავლესობის ინტერესში ის არ შედის, მაგრამ სახელობითი კენჭისყრის შედეგად ხალხისთვის გასაგები იქნება ვინ ვინ არის, ეს მათ საშუალებას მისცემს შემდეგ არჩევნებში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და მათი დასწრებაც არჩევნებზე უფრო მეტად გაიზრდება.

გარდა ამისა ბატონო დავით, მე ვაპირებ დაგეხმაროთ მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებაში ამ კანონის მიღების მოთხოვნით, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაძლიერებას საკუთარი ხალხის წინაშე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით ძალაუფლების მთავარ წყაროს წარმოადგენს!

პატივისცემით,
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი
ლეონიდ ჩერნოვეცკი

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგელი ჟურნალისტის მკვლელობის გამო სტუდენტი დააკავეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე:”მასტერკლასი ჩაუტარა ჩვენს ბედოვლათებს”