ლეონიდ ჩერნოვეცკი მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს

news
: news დეკემბერი 6, 2015 10:40 განახლებულია

ლეონიდ ჩერნოვეცკი მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს

მნიშვნელოვანი

  • კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს, - ეს განცხადება ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

სხვა სტატიები

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს, – ეს განცხადება ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც “თაიმერს” ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა განუმარტა, კიევის ყოფილი მერის განცხადება მეგის ქარდავას წარსულ საქმიანობას უკავშირდება.
გიორგი ქვრივიშვილის განმარტებით, ჩერნოვეცკიმ წარსულში ქარდავას საქმიანობა ამ ფორმით შეაფასა.
“მან თქვა, რომ აწესებს 150-ათასლარიან ჯილდოს, მასზე ვინც ჩამოიყვანს და ჩააბარებს პოლიციას მეგის ქარდავას. განცხადება უკავშირდება იმ ძალადობის ფაქტებს, რომელიც ქარდავას დადასტურებული აქვს სასამართლოს მიერ”, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
მეგის ქარდავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მას ორ საქმეზე დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, ქარდავა სასამართლომ გაამართლა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

news
: news დეკემბერი 6, 2015 10:40 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics