ლეონიდ ჩერნოვეცკი გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ არ გამორიცხა, რომ მან კენჭი ქობულეთის მაჟორიტარად იყაროს. როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა ის ქობულეთის სიტუაციას კარგად იცნობს და ქობულეთელებიც მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა არ დააკონკრეტა თუ ვისთან შეიძლება ქონდეს პოლიტიკური კავშირი და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ , ისევე როგორც ბიზნეს პარტნიორებს დიდი სიფრთხილით არჩევს: „მხოლოდ ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს, მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მესაუბრა აჭარის პრობლემებზე, მეტი ფაქტიურად არავის შევხვედრივარ. მე ჯერ სიფრთხილით ვეკიდები ნებისმიერ კავშირებს. ამის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ , განხიბვლა დამემართა იმ გუნდის მიმართ, ვისთან ერთადაც კიევის მერად მივედი. პოლიტიკაში პარტნიორებად ისეთ ხალხს ვირჩევ როგორსაც ბიზნესში“- განაცხადა ჩერნოვეცკიმ. ჩერნოვეცკიმ მისთვის ოლიგარქის წოდების გამო ინგა გრიგოლიას ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის არაა ოლიგარქი, რადგან ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესი არასოდეს უკეთევბია:

პოლიტიკური მოძრაობა ,,ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც ,,თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:
,,ღია წერილი ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო!

პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” რეგისტრაციის შემდგომ, მე, როგორც პარტიის ლიდერი, ამიერიდან საჯაროდ მოგმართავთ ქართულ საზოგადოებაში დაგროვილ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც შეგიძლიათ თქვენ, როგორც ძალაუფლების მქონე პირს ერთპიროვნულად, ან კანონმდებლობის დონეზე.

პირველი საკითხი, რომლის წამოწევაც მინდა, არის საქართველოს მოსახლეობის უსინდისო გამოსახლება მათი საცხოვრებლებიდან გადაუხდელი კრედიტების გამო! უკვე ათასობით ადამიანმა მომმართა სოციალური ქსელის მეშვეობით, რომლებმაც შეავსეს უსახლკარო მოსახლეობის ისედაც უზარმაზარი ”ჯარი”! მათ ყოველდღიურად ყრიან ქუჩაში ბავშვებთან და მოხუც მშობლებთან ერთად. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირად წყდება: ბანკებს ეკრძალებათ კრედიტების გაცემა ერთადერთი საცხოვრებლის უზრუნველყოფით და ეკრძალებათ მოქალაქეების ქუჩაში გაყრა.

მე გახლდით ბანკირი და უმსხვილესი ბანკის მესაკუთრე უკრაინაში. ეს ბანკი ათობით და ასობით კრედიტს უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემდა, მაგრამ მე არც ერთხელ არ დამიშვია კრედიტორის ქუჩაში გაგდება. ბანკში მოქმედებდა მკაცრი აკრძალვა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, ბანკმა შესანიშნავი ფინანსური შედეგები აჩვენა, რამაც საშუალება მომცა, 2008 წელს ის ევროპაში უმსხვილესი საფინანსო ჯგუფისთვის ”ინტეზა-სანპაულოსთვის” 750 000 000 ამერიკულ დოლარად მიმეყიდა!

ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გაყრის აკრძალვა ვერ დაანგრევს საქართველოს საბანკო სისტემას, მაგრამ ქვეყანაში უმთავრეს სოციალურ პრობლემას გადაჭრის! ამას არ ვამბობ, როგორც წარსულში ბანკირი, არამედ ამას გეუბნებით, როგორც უკრაინაში უმსხვილესი საბანკო კავშირის პრეზიდენტი!

ყურადღებით ვაკვირდები თქვენს პირველ ნაბიჯებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ბატონო გიორგი და ვხედავ თქვენს გულწრფელ სწრაფვას, უკეთესობისკენ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში. ამიტომ იმედი მაქვს, მივიღებ დადებით პასუხს ჩემს ინიციატივაზე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!

უღრმესი პატივისცემით!

პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი

იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, უკრაინის დამსახურებული იურისტი, სრულიად უკრაინის საბანკო კავშირის პრეზიდენტი

ლეონიდ ჩერნოვეცკი“ – ნათქვამია პრემიერისადმი მიმართვის წერილში.

banner
წინა სტატიაშისირიის საზღვართან თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ტურისტული კომპანია TEZ TOUR საქართველოში შემოყვანითი ტურების განხორციელებას გეგმავს