ლეონარდო დიკაპრიო და ბარაკ ობამა კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრებენ

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფესტივალ South by South Lawn-ის ფარგლებში კლიმატის ცვლილებებზე იმსჯელებენ – თეთრი სახლის “ტვიტერი” აქვეყნებს. South by South Lawn-ი ცნობილია, როგორც იდეების, ხელოვნებისა და მოქმედების ფესტივალი. ის 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი “წარღვნამდე”, რომელიც ტელეარხ National Geographic-ისათვის გაკეთდა და რომელიც დიკაპრიოს საერთაშორისო კამპანიას შეეხება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი გათვლების გარეშე არაფერს გააკეთებს
შემდეგი სტატიააშშ-ს, საფრანგეთის, ბიტანეთის პროტესტი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე