ლეონარდი დიკაპრიო ლეონარდო და ვინჩის განასახიერებს

ლეონარდი დიკაპრიო ლეონარდო და ვინჩის განასახიერებს. ოსკაროსანი მსახიობი მთავარ როლს მხატვრის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაში შეასრულებს.

გავრცელებული ცნობით, მსახიობის სამუშაოსთან ერთად დიკაპრიო სურათის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება.

ფილმს ამერიკელი მწერლისა და ბიოგრაფის, უოლტერ აიზეკსონის წიგნის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც გაყიდვაში 2017 წლის ოქტომბრიდან გამოდის.

გადაღებების დაწყების დრო ჯერჯერობით არ სახელდება. ცნობილია, რომ ლეონარდო დიკაპრიოს სახელი დედამ სწორედ იტალიელი ხელოვანის პატივსაცემად დაარქვა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ