ლენტეხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უკვე 19 საათია ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ.
ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

banner
წინა სტატიაში,,სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება ჩვენს გუნდში იმ როლით, სადაც მაქსიმალურად შეძლებს თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას”
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა