ლელა კილაძე : ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება, მას ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული

გურამ რჩეულიშვილის მეუღლე იმედოვნებს, რომ მისი მეუღლე საბოლოო ჯამში გამართლდება. ამის შესახებ ლელა კილაძემ ჟურნალისტებს გლდანის #8 დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც რჩეულიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

კილაძე მიიჩნევს, რომ გურამ რჩეულიშვილს ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული.

“9 თვიანი ვადა 12 აპრილს გადიოდა. პროცესები გრძელდება. პროკურორების საქმეა ის, რომ იმედი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენის, მე ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული”, – განაცხადა ლელა კილაძემ.

სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

banner
წინა სტატიაშისოფელ მუჟავაში აღმოჩენილი არქაული ნაგებობის პირველადი დახასიათება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემას მხარი დაუჭირა