ლეხ ვალენსა პოლონეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა თვლის, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველი ანჟეი დუდა უნდა გადადგეს – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა. ვალენსას აზრით, პრეზიდენთან ერთად მმართველი პარტიაც უნდა წავიდეს. “PiS-ი (მმართველი პარტია-რედ) უნდა წავიდეს, დუდა უნდა გადადგეს. ეს ცუდი სისტემაა. თუკი გაჯიუტდებიან, სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა და რაც ჩქარა, მით უმჯობესი მათთვის” – წერს ლეხ ვალენსა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში უკანანსკნელი დღეების მანძილზე არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. აქციის მონაწილეები მთავრობას სიტყვისა და სხვა უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ჩინეთს ურჩევს, გატაცებული დრონი თავისთვის დაიტოვოს
შემდეგი სტატიაიაპონელები კმაყოფილი არ არიან აბესა და პუტინის შეხვედრით