- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- კოტე აფხაზის ქუჩაზე ხის მოტეხვამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა
- სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში – ომბუდსმენის რეკომენდაცია
ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
მნიშვნელოვანი
- ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
სხვა სტატიები
ქართული კინოს ვარსკვლავს, სახალხო არტისტს ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიაში დაიწყება. 14:00 საათისთვის ლეილა აბაშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენებენ.
„14:00 საათზე ლეილა აბაშიძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ. სამგლოვიარო მიტინგი გაგრძელდება საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მისი მეგობრები დაემშვიდობებიან ქალბატონ ლეილას, სამგლოვიარო მიტინგს წარუძღვება ბატონი გოგი დოლიძე და შემდგომ ლეილა აბაშიძე, მისი სურვილისა და ანდერძის მიხედვით, დაიკრძალება დედის გვერდით“, – განუცხადა პირველ არხს დავით ოქიტაშვილმა.
ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.