“ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

14398070_10210776323111337_1701984048_n

“ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

“მაღალი რეიტინგით, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის რეალურმა პერსპექტივებმა, ისედაც სახე დაკარგული, ურეიტინგო და ხალხისთვის საძულველი ბიძინა ივანიშვილი,გაშმაგების კულმინაციაზე აიყვანა. მან ძალაუფლების გადასარჩენად მეტი ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა რომ, პარტიის ლიდერს, მიუსია თავის დაქირავებული ზონდერ- ჟურნალისტები და ზონდერ- პოლიტიკანები არა მარტო ბინძური ცილისწამებებით არამედ, დააწყებინა მათ პირდაპირი თავდასხმები ოჯახზე,სახლზე. წინა დღეებში ათეული ზონდერი ცდილობდა შალვა ნათელაშვილის სახლში, სოფ.ბაზალეთში შეჭრას. მათ სათავეში ედგნენ იარაღის ტარების ნებართვით აღჭურვილი,პარტიიდან 4 წლის წინ გაძევებული და შემდგომ ივანიშვილის ნაყიდი ერთი ნარკომანი და ერთიც ნარკოაფთიაქის მფლობელი სუბიექტები. იმ დღეს მოხდა საშიში კონფლიქტიც სოფლის მოსახლეობასთან. ეს არ იკმარეს და გუშინ,17 სექტემბერს, შალვა ნათელაშვილის სახლთან მიიჭრა ივანიშვილის პირადი ექს-ჟურნალისტი, ფულის გამოძალვაზე ნასამართლევი და შემდგომ თანამშრომელ ქალბატონებზე სექსუალური ძალადობისათვის ტელეკომპანია იმედიდან დათხოვნილი შალვა რამიშვილი. მას, ვითომ ოპერატორის რანგში თან ახლდა ორი ნარკომანი ახალგაზრდა, საიდანაც ერთი ნასამართლევია მძიმე დანაშაულისათვის. ვინაიდან იმ დროს სახლში არავინ იყო, მეზობლებმა შეატყობინეს პოლიციას. კვლავ განმეორდა შეტაკება და კონფლიქტი სოფლის მოსახლეობასა და მომხვდურებს შორის. ივანიშვილის, მისი სპეცსამსახურების მიერ ამგვარი პროვოკაციების გაგრძელებას, მოჰყვება უმძიმესი შედეგები, თვით, არჩევნების მშვიდობიანი პერსპექტივისათვის. მივმართავთ საქართელოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს , აცნობონ თავის მთავრობებს მომხდარ ფაქტებზე, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლებს ვთხოვთ სასწრაფო რეაგირებას”-ნათქვამია “ლეიბორისტული პარტიის” პრესამსახურის ქეთი დოლიძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ბერძენიშვილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
შემდეგი სტატიაკიევში რუსეთის მოქალაქე ცემეს