„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტარებს მოუწოდებენ, გზა ახალგაზრდებს დაუთმონ

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტარებს მოუწოდებენ, გზა ახალგაზრდებს დაუთმონ.
ბრიფინგზე დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მიხეილ ქუმსიშვილმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფო გუგავამ ამომრჩეველს მიმართეს და მათ სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
მათი განმარტებით, პოლიტიკა განახლებას საჭიროებს. მათივე თქმით, პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, ორიენტირებულნი არიან საკუთარ თავზე და საკუთარი ბიზნესების კეთილდღეობაზე და ქვეყნისთვის სასიკეთო არასოდეს არაფერი გაუკეთებიათ.
„ჩვენ მოვდივართ სუფთა წარსულით და სურვილებით, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ განვითარების ახალ გზაზე. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას ჯერ კიდევ არის დრო ამოიღონ სიიდან ის მილიონერი კანდიდატები, რომლებიც მრავალი წელია პარლამენტში სხედან და არასოდეს ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გზა დაუთმონ ახალ თაობას და ქვეყნის მომავალს, ვისთვისაც მთავარია საქართველოს ჩიხიდან გამოყვანა და არა მარტო საკუთარი კეთიდღეობისთვის ზრუნვა“ .

banner
წინა სტატიაშიპარიზში 15 წლის ტერორისტი დააკავეს
შემდეგი სტატიასაზარელი შემთხვევა თუშეთში – გარდაცვლილია 21 წლის ახალგაზრდა, დაშავებულები თბილისში გადმოჰყავთ