ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტი გამოუცხადონ 2016 წლის 28 იანვარს დანიშნულ გარდაბნის გამგებლის ვადამდელ არჩევნებს

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვია

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტი გამოუცხადონ 2016 წლის 28 იანვარს დანიშნულ გარდაბნის გამგებლის ვადამდელ არჩევნებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გაააკეთა.
,,მილიონერთა პარტია კვლავ ემზადება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საპარლამენტო არჩევნები კარზეა მომდგარი, ხელისუფლება კი ჯიუტად ამბობს უარს გაატაროს დემოკრატიული საარჩევნო რეფორმა და აღვირახსნილად ემზადება არჩევნების მასობრივი გაყალბების გზით ძალაუფლებაში დასარჩენად. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ-პოლიტიკურ პარტიას, სანამ კიდევ გვიან არ არის გამოვუცხადოთ მასობრივი და ტოტალური ბოიკოტი მომავალი წლის 28 იანვარს, გარდაბანში დანიშნულ ე.წ. გამგებლის არჩევნებს, რაც იქნება ისეთი გარტყმული სილა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, მათ ჭკუაზე მოიყვანს და აიძულებს მთავრობას წავიდეს ელემენტარულ გაკეთილშობილებაზე იმ სიმახინჯისა, რაც არ აძლევს ჩვენს ქვეყანას განვითარების საშუალებას, მხედველობაში მაქვს ე.წ. საარჩევნო კოდექსი. Kვლავ ნარჩუნდება დამანგრეველი ქვეყნის სამტრო, მაჟორიტარ დეპუტატთა ინსტიტუტი და ნარჩუნდება გაუარესებული ფორმით, ვიდრე ის აქამდე არსებობდა. თუ თბილისს დღეს ჰყავს 10 პარაზიტი, მაჟორიტარი დეპუტატი, ახალი არჩევნების შემდეგ გვეყოლება ასეთი 18. ქუთაისში თუ ბობოქრობს ერთი გუბაზი, არჩევნების შემდეგ იქნება სამი გუბაზი. ის პარტია რომელიც გაბედავს და მიიღებს მონაწილეობას ივანიშვილის სპექტაკლში – “სახელწოდებით მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნები”, რომელიც არის გენერალური რეპეტიცია მომავალი არჩევნების ტოტალური გაყალბებისა, იქნება ხელისუფლების თანამონაწილე დანაშაულებრივ შეთქმულებაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილის ინფორმაციით #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს “აკაჩავებენ”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცა