“ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებას”

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

ლეიბორისტული პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებას.
ხელისუფლების კრიმინალური გადაწყვეტილებები, რომლის შესაბამისადაც ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო თბილისის ისტორიული, უნიკალური რეკრეაციული ზონა – “ბოტანიკური ბაღი” და მიმდებარე ტერიტორია, ასევე, პოლიციელების ძალადობრივი ქმედებები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში დამყარებული არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისა, როდესაც ერთის მხრივ, მილიარდერი იტაცებს და იღობავს დედაქალაქის საჯარო სივრცეს, მეორეს მხრივ, მარიონეტი მთავრობა მისი ნების უსიტყვო შემსრულებელია.
მივმართავთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საბრალდებო განაჩენი ბევრად უფრო მძიმე იქნება ოქტომბერში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში, ფეროშენადნობ ქარხანაში, გაფიცვა იწყება
შემდეგი სტატიახვალ პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება