ლედი გაგა გათხოვებას აპირებს

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა აპირებს ცოლად გაყვეს მის “ბოიფრენდს” , ე.წ. კასტინგ-აგენტს კრისტიან კარინოს. ამის შესახებ წერს გამოცემა “US Weekly”.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 48 წლის კარინოს და 31 წლის ლედი გაგას ნიშნობა ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გაიმართა, როდესაც ამ უკანასკნელის მამამ ქალიშვილის ცოლად მოყვანაზე თანხმობა მისცა კარინოს.
წყვილი საქორწინო ცერემონიისთვის მას შემდეგ დაიწყებს მზადებას, რაც ლედი გაგა დაასრულებს მკურნალობის კურსს. მომღერალს აწუხებს ფიბრომიალგია – სხეულის კუნთების ტკივილი.
ლედი გაგამ ავადმყოფობის გამო რამდენიმე კონცერტიც გააუქმა.
გაგას და კარინოს სასიყვარულო რომანი ამა წლის თებერვალში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი დეპუტატი : თუ პოროშენკოს უყვარს თავისი ქვეყანა, ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს
შემდეგი სტატიამომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა