ლე პენმა საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის ჰიპოთეტიკური ვადები დაასახელა

საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა მისი გამარჯვების შემთხვევაში პირობა დადო, რომ ის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს. “რაც შეეხება ევროკავშირს, მე ვუთხარი ფრანგებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ამირჩევენ, დაუყოვნებლივ წავალ ბრიუსელში, რომ ჩვენი სუვერენიტეტის დაბრუნების შესახებ დიალოგები დავიწყო. არჩევიდან ნახევარ წელში კი, რეფერენდუმს ჩავატარებ” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ლე პენმა არა ერთხელ განაცხადა მზაობა მსგავსი პლებისციტის ჩატარების შესახებ. მისი თქმით, ერს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს საკუთარი ბედის გადაწყვეტა.

საფრანგეთში არჩევნების პირველი ტური 2017 წლის აპრილში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშირადამ სავჩენკო ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის დელეგატებიდან გარიცხა
შემდეგი სტატიამოსკოვში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა