ლაზი სტუმრები ახლაც იმყოფებიან საქართველოში და ძალიან განაწყენებულები არიან – გიორგი ანდრიაძე

„თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ თურქეთის ხელისუფლება პატარა კონფლიქტში არის ევროპულ სტრუქტურებთან?“ – ეს განცხადება საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ, „პოსტსკრიპტუმის“ პირდაპირ ეთერში პატრიარქის სახლში ტერორიზმში ბრალდებული პირების შეფარების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობის ლაზები ჩამოდიან და ის თავადაც ჩართულია ე.წ. ლაზურ პროექტში.

„მე ვარ ინიციატორი და განმახორციელებელი ქალაქ მცხეთის და ქალაქ ვიტეს, ეს ლაზური ქალაქი არის, დაძმობილებისა. ანუ თურქეთის ოფიციალური სტრუქტურები ამ ამბავში ჩართულები არიან, “-აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

მან აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული ლაზები ამჟამადაც საქართველოში არიან.

“ეს ლაზი სტუმრები ახლაც იმყოფებიან საქართველოში და ძალიან განაწყენებულები არიან იმ დეზინფორმაციისთვის, რაც მათ შესახებ ვრცელდება და თუ დროს დაუთმობთ ამ საკითხს, ისინიც თავის სათქმელს იტყვიან,“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

ის ამბობს, რომ ლაზებს თურქეთის ხელისუფლებასთან მსოფლმხედველობრივი პრობლემები ჰქონდათ და შესაბამისად, საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვდნენ. გიორგი ანდრიაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ევროსაბჭოს სტრუქტურამ გაამართლა.

„ეს ადამიანები არ არიან ფანატიკოსი მუსულმანები, ესენი არიან დემოკრატი ადამიანები, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც მათ საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს,“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

მან აღნიშნა, რომ ლაზებს პატრიარქის სახლში ღამე არ გაუთენებიათ და ლაზებისათვის საპატრიარქოს უნივერსიტეტში ყოველთვის იყო გამოყოფილი ოთახები.

გიორგი ანდრიაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სიყვარულით „გულანთებული“ ლაზები თბილისში ზოგს არ მოსწონს და მათ შრის საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.

„მხარს უჭერენ ანტიქართულად განწყობილ ლაზებს და მათ შორის პირველი არის საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი, მარგველაშვილი, რომელიც მან ტომარასავით დასვეს. მაგან მისცა მოქალაქეობა საქართველოს მტრებს და უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე ძალიან ბევრ გულანთებულ ლაზს,“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

მისი აზრით „საქართველოს კოჰაბიტაციური ხელისუფლება დევნის ლაზებს.“

ანდრიაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომელიც ლაზ მუსტაფა ზორლუჯანს ეხება, მისი თქმით, ზორლუჯანს ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა. თავად კი ქობულეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

„ეს ზღაპარი და სცენარი, რომელიც ციანიდის საქმეს უკავშირდება, იმის გაგრძელება იყო ეს ეტყობა და აქ შემთხვევით მოხვდნენ ლაზები და ლაზებს თავი დაანებონ, რა. შორენა თეთრუაშვილი, ამ საკითხში, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არ მონაწილეობს ამ პროექტში,“ – აღნიშნა ანდრიაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე