ლავროვმა უარყო ასადის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია

ლავროვმა უარყო ასადის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია

ლავროვმა უარყო ასადის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მოსკოვისთვის პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია. “არანაირი პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია არავის. არავის მსგავსი რამე არ შემოუთავაზებია” – განაცხადა ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელის იგორ სერდუნის ასადისადმი შეთავაზება თანამდებობის დატოვების შესახებ პრესის სპეკულაციაა და მეტი არაფერი: “ეს არასწორია. მსგავს თემაზე პრეზიდენტ ასადთან საუბარი არ ყოფილა” – განაცხადა ლავროვმა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ასევე თქვა, რომ მოსკოვს სირიის პრეზიდენტისთვის არ შეუთავაზებია გადადგომა. ცნობა იმის შესახებ, თითქოს მოსკოვი მხარს უჭერს ასადის გადადგომას, Financial Times-მა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს
შემდეგი სტატიაევროკავშირის წევრი ქვეყნები სასაზღვრო კონტროლს 2 წლით შემოიღებენ