ლავროვმა მშრალი შიმშილობის შემდეგ სავჩენკოს ფიზიკურ მდგომარეობაზე გაკვირვება გამოთქვა

ლავროვმა მშრალი შიმშილობის შემდეგ სავჩენკოს ფიზიკურ მდგომარეობაზე გაკვირვება გამოთქვა

7რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ნადეჟდა სავჩენკო, რომელმაც რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა რუსეთის ციხეში ყოფნისას, ამდენი შიმშილობების შემდეგ წარმოუდგენლად კარგად გამოიყურება.
“გოგონა სპეციფიურია, სხვათა შორის, კარგად გამოკვებილი, ამიტომ, მთელი ეს ისტერიკები მის შიმშილობასთან დაკავშირებით… ვფიქრობ, ახლა უკვე ყველა ხვდება, ეს რა ღირდა” – განაცხადა ლავროვმა.
ამასთანავე, მან დაამატა, რომ სავჩენკოს რუსეთის ორ მოქალაქეზე გაცვლას დადებითად აფასებს, რადგანაც “საკუთარი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში უნდა ბრუნდებოდნენ. აბა რა”- თქვა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშირუსული ავიადარტყმების შედეგად 23 მშვიდობიანი მოსახლე დაუღუპა
შემდეგი სტატიაუფლებადამცველებმა თანამედროვე მონები დაითვალეს